Lexebi - Поэзия - Культура & Традиции - Форум www.SVANETI.ru
Понедельник, 2012-02-06, 7:44 AM
Приветствую Вас Рядовой | RSS
Главная | Форум www.SVANETI.ru | Регистрация | Вход
Меню сайта
Форма входа
E-mail:
Пароль:
Статистика
[Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 1 из 212»
Модератор форума: takatsuna 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Поэзия » Lexebi
Lexebi
Женщина
Date: Понедельник, 2006-09-18, 4:44 PM | Message # 1
Group: Пользователи
Posts: 2
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-28
S V A N E B S

Samshoblos sazgvrebs gadascda
Chveni qeba da dideba,
Chvens jishs da jilags svanebo,
Jangi ar moekideba!

Zvavs vgavart mtidan movardnils,
Roca samshoblos schirdeba,
Chveni lileos gamgone,
Ra mteri agvixirdeba!

***

 
Женщина
Date: Среда, 2006-11-01, 11:47 AM | Message # 2
Group: Проверенные
Posts: 7
Status:Offline
Дата регистрации:
2006-11-01
GENACVALET,SVANEBO

cry

 
Мужчина
Date: Пятница, 2007-03-30, 6:59 PM | Message # 3
Group: Проверенные
Posts: 10
Status:Offline
Дата регистрации:
2007-02-24
kavkasionis qedi zgapruli,
erti camitac tu gaqvs nanaxi,
shenc gexsomeba sizmrad naxuli
basri shxelda da ushba amayi.
shen tu tetnuldis tetri kaltebi,
ginaxavs mzisgan aldakrulebi,
yelmogerili goliatebi,
elvit da mexit dabzarulebi.

***
axla svaneti sadgac shors ari
qveynierebis erti certili,
pirqushi magram gasaocari,
mrisxane, magram gulit ketili.

 
Женщина
Date: Пятница, 2007-03-30, 7:12 PM | Message # 4
Group: pol-toidze
Posts: 38
Status:Offline
Дата регистрации:
2006-09-05
dzalian momecona sheni leqsi.Getyoba zalian mogenatra samshoblo smile .
 
Мужчина
Date: Четверг, 2007-05-03, 12:17 PM | Message # 5
Group: Проверенные
Posts: 10
Status:Offline
Дата регистрации:
2007-02-24
ert leqs davamateb smile

შენ გინახავს სვანეთი - შემოსილი მწვანეთი.

ჩემი ეზო პატარა, ჩემი კოშკი მაღალი.

მუხა დაბერებული, ტოტებმოღერებული,

ძველებური სიმღერა - ჩემთვის მუდამ ახალი?

შემ გინახავს სვანეთი - მთები დათოვლილები,

ჩემი კალო პატარა - ყურშას ერთი ნახტომი,

შემ გსმენია ჰანგები - ჩანგზე აწყობილები,

მონადირის გულიდან გრგვინვად ამონახდომი?

შენ გინახავს ყანები - გაფენილი ხალიჩა,

ანდა მოგისმენია სიმღერები მთიბლური?

შენ გინახავს თავშალი ერთი ლამაზ ქალისა,

როგორც დალის დალალი კლდეზე ჩამოკიდული?

შენ გინახავს შუაღამით - ვარსკვლავების ციმციმი,

მობიბინე ჯეჯილები - შემოსილი მწვანეთი?

მე, მთიელი ქალაქში ვარ, მხოლოდ მაშინ ვიცინი,

როცა შენთან მაგონდება ჩემი ტკბილი სვანეთი.

smile smile

 
Мужчина
Date: Четверг, 2007-05-24, 11:58 AM | Message # 6
Group: Проверенные
Posts: 12
Status:Offline
Дата регистрации:
2007-05-24
Male Jokia Meshvelianis leksebs davgruzav.... SVANURAD !!! smile
 
Мужчина
Date: Понедельник, 2007-05-28, 8:22 PM | Message # 7
Group: Проверенные
Posts: 12
Status:Offline
Дата регистрации:
2007-05-24
ლიღრალ კოჯა ვეფხვ- მიხეილ ხერგიანი
(სიმღერა კლდის ვეფხვ-მიხეილ ხერგიანზე)

დიდაბ ისკვა მუთნე მურდის
ლემშვანერაიშ გიმს ი ლახვარს,
დეცე პილნეშ დეცე პილნუნ
იცკვა ნავზს ი ნასკინ ბახარს

კოჯა "ვეფხვ" ხეს უჭნედ ესღრის
ისკვა მოღლატ ლახვ - სუალტოს
უშბაი "სარკი" უშბაი "პლატო"
შაუ ხაშიდ ბუღვირდ ლეგნას

კოჯს ხელიაშ ჟერ ხიკერდას,
ხიშუშპარდას კოჯა კაცხჟი
შვანთე ლიტეხს ჯევნათიალ
მევჟე მუხბე ტიანშანჟი
მიჩა ლიტხე სურუ ჯეკვად
დეშ აჯადა ლადღა ნაჯვდი
ჯავრად აჯეყად ამდ ხი ლეჟრი,
მარე ლახვბა იმედს ჯავდიდ.

გაბლიანი შვანთე მუხტად
შვან ანირდე მერმე მიშას,
ისკვა მაჯონს ლადეღ ხონჯვდას,
შუკ ლუნარეს ჩუ ლუხიდას

ისკვი ლიმარ ი ლიღვაჟმარ,
ლეჟახდ ქაგვარ მუშვან მარას
დიდაბ ისკვა ლუცვირ ჟახას
უჭკნან უმჩას ი უდგაეად

ჯოკია მეშველიანი
ლენტეხი, 1986 წლის თებერვალი.

 
Мужчина
Date: Вторник, 2007-05-29, 0:31 AM | Message # 8
Group: Проверенные
Posts: 4
Status:Offline
Дата регистрации:
2007-05-28
Kochag kochag!
 
Мужчина
Date: Вторник, 2007-05-29, 10:27 AM | Message # 9
Group: Проверенные
Posts: 12
Status:Offline
Дата регистрации:
2007-05-24
მირზა გელოვანი

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

1943

ლადო ასათიანი

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

1939

ლადო ასათიანი
კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე

საქართველოს პავილიონის
შესავალთან მარმარილოს
აუზში დგაფუნობს კალმახი.

გაისმა უცებ “ლილე” ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური
და ადგაფუნდა წყალში კალმახი,
მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.

ერთი მეორეს შეეხო ფრთებით
და კალმახები შეყარა ალყად,
თუ გაახსენდათ სვანეთის მთები
და შფოთიანი ენგურის ტალღა?!

გაგიგონიათ კალმახი შედგეს?
ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურა...
და დაეჯახა აუზის კედლებს
ფარა ფერადი მამაკაცურად.

ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰგავდა
მათი ფარების ცემა გმირული, -
ენგური იყო, იგი ბორგავდა,
მუდამ შლეგი და თავგანწირული.

ძალა ჰქონია ვაჟკაცურ “ლილეს”,
წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,
მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,
მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.

და მხნე უტევდნენ პატარა სივრცეს
ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ
და ლაპლაპებდნენ ვით სატევრები.

გაიოცებდა ხალხი მშრომელი
მათს გახელებას და ამღერებას,
და მოსკოველი სტახანოველი
იდგა, უმზერდა საკვირველებას.

იდგა აუზთან მაღალი კაცი,
მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,
უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში
ნაირ-ნაირი ცისარტყელები.

და ბოლოს, როცა შრომის არსენამ
თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,
შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა,
- საქართველოში თევზიც მღერისო.

1939

ლადო ასათიანი
ცაგერის ბაზრობა

ყოველი მხრიდან შემოდიან ცაგერში ამ დღეს!
ზოგნი ქვეითად, ზოგიერთნი კიდევ ცხენებით.
ბაზრის ბოლოდან სახელგანთქმულ მურის ხიდამდე
გამწკრივდებიან სვანები და ლეჩხუმელები.

სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა,
მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი,
- ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა,
ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი, -

გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებით
და უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი:
- იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები!
აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი.

შორით მოსულებს ეშინიათ გაავდარების,
ჩქარობენ, ოხრად რომ არ დარჩეთ ყველა შაური,
ბაზარში დინჯად შემოდიან ჩალვადარები
აბილაურით, ყინულით და თურაშაულით.

- პატარძალმაც კი ვერ მოქსოვოს ასე ლამაზად,
თავს გეფიცები, ვერ იშოვნი უკეთესს, შვილო? –
იფიცებს ერთი და ვარდისფრად ანათებს ბაზარს
წვრილ-წვრილ ჭიქებში საჭაშნიკოდ ჩასხმული ღვინო.

ოქროსფერ სირმით მოსირმული ნაბდის ქუდები
თავზე ახურავთ სვანის ქალებს, ვით სილამაზე,
ყელგამოჭრილი ტახებივით წვანან გუდები,
უქნარობაში აჯავრებენ ბაზრის ზარმაცებს.

- ქლიავის ჩირი, ვაშლის ჩირი და ღორის შაშხი!
- სიმინდიანი, ცერცვიან, თეთრი ბურები!
- იყიდეთ, ხალხო, რას წაიღებთ უკეთესს სახლში?!
- აგერ, მწვანილი, აგერ კიტრი ნამნაპკურები!

აგერ, წრე შეკრეს, შეიმართნენ და გაცხარებით
მყიდველს შეებნენ ახოვანი ნაბდიანები,
წრის შუაგულში თავდახრილი დგანან ხარები
და საცრისხელა წითელ თვალებს აბრიალებენ.

აგერ, დედაკაცს აუცსია წიფხა ხორბალით
და ათზე ნაკლებ გასაყიდად არ ემეტება,
აგერ ვირაცამ გამოაძრო ურემს ხორბალი
და სამჭედლოში შეიტანა შესაკეთებლად.

აგერ, სწონიან ხელმეორედ ერთხელ აწონილს
ყვითელ ხალთებით ორ ბანაკად გაყოფილები,
კოლმეურნენი – ახალ ბაზრის ბატონ-პატრონნი –
იღიმებიან ულვაშებში კმაყოფილებით.

- ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა! -
კვლავ გაიძახის ლეჩხუმელი თავდავიწყებით,
სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა
და სვანურ ბგერებს ღუღუნებენ როგორც გვრიტები.

ასე ყაყანებს, ასე ბორგავს მთელი ბაზარი,
თითქოს სიძვირეს ემუქრება შფოთის აწევით,
და მურის ციხე გადმოსცქერის ვით ზარბაზანი, -
როგორ დადიან მოედანზე ქონდრის კაცები.

დაბინდებამდე თავს ადგია გრძელი ფარდული
ამდენ მოსავალს, ამდენ ქაქანს, ამდენ გასავალს,
დაღამდება და ცხენისწყალი, როგორც ფანდური,
ჩაიღიღინებს ამ ბაზრობის თავგადასავალს.

1940
-----------------------------7d72a824603f4
Content-Disposition: form-data; name="smiles_on"

1

 
Мужчина
Date: Пятница, 2008-06-13, 2:15 PM | Message # 10
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
რევაზ მარგიანი

შენ გინახავს სვანეთი - შემოსილი მწვანეთი.
ჩემი ეზო პატარა, ჩემი კოშკი მაღალი.
მუხა დაბერებული, ტოტებმოღერებული,
ძველებური სიმღერა - ჩემთვის მუდამ ახალი?
შემ გინახავს სვანეთი - მთები დათოვლილები,
ჩემი კალო პატარა - ყურშას ერთი ნახტომი,
შემ გსმენია ჰანგები - ჩანგზე აწყობილები,
მონადირის გულიდან გრგვინვად ამონახდომი?
შენ გინახავს ყანები - გაფენილი ხალიჩა,
ანდა მოგისმენია სიმღერები მთიბლური?
შენ გინახავს თავშალი ერთი ლამაზ ქალისა,
როგორც დალის დალალი კლდეზე ჩამოკიდული?
შენ გინახავს შუაღამით - ვარსკვლავების ციმციმი,
მობიბინე ჯეჯილები - შემოსილი მწვანეთი?
მე, მთიელი ქალაქში ვარ, მხოლოდ მაშინ ვიცინი,
როცა შენთან მაგონდება ჩემი ტკბილი სვანეთი.

Добавлено (2008-06-13, 2:15 Pm)
---------------------------------------------
ისგუ მუსგვჯი მიჟ აბასვდ ლი
მიჟდ ანსგვეჯნე ადამ ევა
სი ხი მახვშვი ამ აბასდვიშ
ლიც ი კადარ სი ჯაბრევა

ალი ლირდე ქვასტ ლი კვარემ
ჟოხქეფნი ი დემეგ ხირდი
სი ჩვათვფენი ლადი მარე
მ'ხარ ისგუ ჟახე ირდი

ოდოდ თერარვშ ლირდეს ლიშდრედ
ეჩქად ლიმარს ჩუ ნომ ლიშდნედ
ლიმარ'ნქა მა წვა იშგენ
იუალადღიშ ლევიზდ გვიშგე

შენი (შემქმნელი-დამბრძანებელი) მზის სამყაროა
მზემ შექმნა ადამი და ევა
შენ ხარ პატრონი ქვეყნიერების
წყალი და ხმელეთი შენ გაბარია

ეს ცხოვრება სიპი ყინულია
დაგისხლტდება ფეხი და აღარ იქნები
დღეს შენ დაიკარგები,მაგრამ
ხვალ შენი სახელი იცოცხლებს

სანამ თვალებით ცხორებას გავითამაშებთ
მანამდე კაცობას ნუ დავივიწყებთ
კაცობის გარეშე რა არის სხვა
მთელი ჩვენი ცხოვრების საგზალი

http://forum.ge/?f=95&showtopic=33831806&st=120

 
Женщина
Date: Пятница, 2008-07-25, 1:09 PM | Message # 11
Group: Пользователи
Posts: 1
Status:Offline
Дата регистрации:
2008-06-16
Mta da bari moviare ocnebebshi,
Mcvervalebzec titqos fexit davrbodi
Titqos mtidan me shens tvalebs shevyrebdi
Da jixvebsac vartobdi…

Lurji zeca me shens tvalebs magonebda,
Mzis sinatle lamis mcvervals ipkrobda,
Lamis guli chemi shentvis moelvare,
Ocnebebshi miqroda…

Mta da bari moviare me fiqrebshi,
Shen medeqi mainc chemda xatebad,
Lurji zeca, sheni tvalis feris, mtxovda
Mcvervalebze shentan ertad ocnebebshi Darchenas!

08.07.2008c.
Xato...

 
Мужчина
Date: Вторник, 2009-02-10, 6:20 PM | Message # 12
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
hands KARGI LEQSIA BRAVO

Добавлено (2009-02-10, 6:17 Pm)
---------------------------------------------
სვანეთში წავალ

სვანეთში წავალ: კვლავ მეძახიან,
წელსაც მიხმობენ ჭრელი ზღაპრებით:
სულით ხორცამდე ჩემი ხალხია,
ჩემი მთები და ჩემი ალპები!

ზაფხული პირქუშ მთა-ბარს აჭრელებს,
თეთრ ეცერს თოვლი, მითვლიან, გალხვა,
მაგრამ მე ეცერს რა გამაჩერებს,
სულ მინდა მთელი სვანეთის ნახვა!

ცხუმარს და ბეჩოს მინდა ჩარბენა,
ჩავუჯდე მახვშებს ულვაშებიანს,
უშგულში გავყვე მურზა მარგველანს,
თეთნულდის ძირში - გურამ ჩეგიანს!

სვანეთში წავალ: კვლავ მეძახიან,
წელსაც მიხმობენ ჭრელი ზღაპრებით:
სულით ხორცამდე ჩემი ხალხია,
ჩემი მთები და ჩემი ალპები!

მინდა ჭუნირის ხმაზე ვგალობდე,
სვანური სიმხნე სულში აღვზარდე,
მინდა - გავჯიქდე, მინდა - გავლომდე,
მინდა - გავსვანდე, მინდა - გავსვანდე!

ხალდეს ჭალაში ჯიხვებს ავაფრენ,
აღმა შევყვები ჰადიშის ჩრდილებს,
სხვას თუ არაფერს, სხვას თუ არაფერს,
ორს ხომ ვისწავლი, "ზარსა" და "ლილეს".

რომ დასჭირდება ჩემს მამულს, ვიცი,
(ფუ, ეშმას! მამულს სწერია ჯვარი!)
ვიბარებ: ზვარაკს მშობელი მიწის -
"ვოი-ვო!" - მითხრან სვანური ზარი.

"ვოი-ვო!" - კვნესა თუ ღრენა ჯიქის!
"ვოი-ვო!" - მოდგეს სვანეთის ჯარი!
არამიც იყოს "ვოი-ვო!" იგი,
თუ მამულისთვის ვერ ვიქენ მკვდარი!

ჯერ კი - ცხოვრებას ას წელს ვაპირებ
და უფრო მეტად მჭირდება "ლილე".
აღმა შევყვები ცისფერ ნაპირებს,
კვლავ ვინახულებ ენგურის ჩრდილებს:

"ო, ლილე!" - მინდა მზისთვის ვგალობდე,
სულში შვილივით სიმხნე გავზარდე:
მინდა - გავჯიქდე, მინდა - გავლომდე,
მინდა - გავსვანდე, მინდა - გავსვანდე!

Добавлено (2009-02-10, 6:19 Pm)
---------------------------------------------
მელოდე (მირზა გელოვანი)

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

Добавлено (2009-02-10, 6:20 Pm)
---------------------------------------------
სულ მარტო მოწყდი სუალტოს კლდეზე
და ჩვენში უცებ შეინძრა მთები,
როგორ ვერ შესძელ, როგორ ვერ შესძელ
ცაში გაფრენა ღონიერ ფრთებით

გულადო შენგან შორს არის ახლა
სუალტო შენი ღამე და ელდა,
სადღაც ფუთფუთებს ჭია და მახრა
და ძიგძიგებენ უშბა და შხელდა,

ლამარიაზე ქარი გლეჯს ეკლებს,
ლასკრა ვერ ძღება ლოდების ლოკვით,
მიიკლაკნება ბილიკი შენსკენ
ვით სუალტოზე გამწყდარი თოკი,

ვაი თუ დედის ნაქსოვი წინდა
ფეხზე შეგაცვდა და ვეღარ თბები,
ღამით ჯიხვები მოდიან მთიდან
და შენს თბილ საფლავს ჩხერავენ რქებით,

მესტია გითბობს ნესტიან მიწას,
მარტო არ გტოვებს ერთგული სეტი,
და საუკუნო ფარად და ფიცად
გადგას დოშდულის ნათელი სვეტი,

ხან მეხთ გრიალი ატოკებს სერებს,
ხან მზე ბრიალით უხვ სხივებს ბარდნის
და ხერგიანებს აღარ ასვენებთ
სუალტოს სისხლის აღების დარდი,

ნანას გიმღერის ენგურის წყალი,
გვალდას ნიავი შენს ბალახს ჰკოცნის,
და თრთის მწვერვალთან მხარდამხარ მდგარი
შენი საფლავის პატარა ბორცვი.

 
Женщина
Date: Четверг, 2009-08-20, 9:47 PM | Message # 13
Group: Пользователи
Posts: 8
Status:Offline
Дата регистрации:
2009-08-17
bravo hands hands hands
 
Мужчина
Date: Пятница, 2009-08-21, 0:22 AM | Message # 14
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
biggrin
 
Мужчина
Date: Суббота, 2009-11-28, 7:10 PM | Message # 15
Group: Пользователи
Posts: 1
Status:Offline
Дата регистрации:
2009-11-28
xocha ladeR, chemo svano,
miyvars sheni ca da mtebi...
ertmanets tu moviaret,
mamuls vegar wagvartmeven...

vin gibedavs daulashqravs,
sheni tye da suli kafos...
dzargvshi sisxli ar gagishres
da xmac agar gaixafo...

lilesavit igugune,
engurivit ixmiane...
iyavi da ididgule,
me miyvarxar rixiani...

shen cocxali koshki xar da
ca da mtebi dagaqvs mxrebit...
mteri tu ar mogivarda,
gana sxisas daxarbdebi...

saqartvelos sufris tavshi,
unda dagsva dzveli maxvshi...
me viqnebi meriqife,
shen iyavi tolumbashi...

Добавлено (2009-11-28, 7:10 Pm)
---------------------------------------------
chemo svanebo, chemo qartvelebo...me gaxlavart calenjixeli, jurnalisti da poeti Elguja Marghia
amaswinat viyavi svanetshi da imdenad agvfrtovandi kidev ertxel, rom gamichnda survili poeturi cikli shevqmna svanetze da chemeburad movefero...mqonda davit weredianis tanamedrove qartul enaze targmnili svanuri xalxuri poezia, magram sadgac damekarga...iqneb momawodot es leqsebi...magalitad ,,tetri tambi'' da sxvebic...mainteresebs svanuri tqmulebebi da yvelaferi svanetze...svanuri xatovani gamonatqvamebi...sibrdzne...erti sityviT, yvelaferi rac damexmareba am ciklis sheqmnashi...gaixaret...momceret elguja@profile.com.ge

 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Поэзия » Lexebi
Страница 1 из 212»
Поиск:
Создать сайт бесплатно Copyright MyCorp © 2012