Группа: pol-toidze
Сообщений: 38
Статус: Offline
| ჯიხვებზე ნადირობასთან დაკავშირებული ხალხური ზნე–ჩვეულებანი ზემო სვანეთის მთებში მრავალი „ღვაში“ და „ერსკნი“ ე.ი. ჯიხვი და არჩვი ბინადრობს. ბევრი მათგანი ხან თავის ნებით, ხან მონადირეებისაგან დაფრთხობილი, მოდის აქ კავკასიონის ქედის ყოველ მხრიდან, უერთდება აქ მყოფ ჯიხვებს და ამ გზით ხშირად დიდი ჯოგები შ ესდგება ხოლმე. სვანეთის მთებში ნადირობა ძალიან იტაცებს ადამიანს. ერთი მხრით მთებისა და მყინვარების სილამაზე, ბუნების მრავალფეროვნება, ათასნაირი საკვირველი და იშვიათი სანახაობანი, ნაირ–ნაირი ყვავილები და ბალახები, ხოლო მეორე მხრით მთების ლამაზსა და ლაღ ცხოველებზე – ჯიხვებზე ნადირობა დიდ სასახელო საქმედ ითვლება სვანეთში და ისეთი პატივისცემით და სიმპატიით არავინ არ სარგებლობს ხალხის თვალში, როგორც მონადირე. ამა თუ იმ თემის განთქმულ მონადირეებს მთელი სვანეთი იცნობს. სვანი ისე გულმოდგინეთ არაფერს არ ისმენს, როგორც მონადირის მიერ ნადირობის შესახებ მოთხრობილ ამბავს.Добавлено (2007-04-12, 2:52 Pm) --------------------------------------------- სვანის ნადირობას ბევრი მიზეზი ეღონება წინ. სანადიროთ სვანი ისე არ წავა, თუ არ დარწმუნდება, რომ მის ოჯახში და მეზობლებში ქალებს თვიური ავადმყოფობა არ აქვს, თუ ქალს მშობიარობა ჰქონდა და მას შემდეგ ერთი თვე არაა გასული, თუ მიცვალებულია მის სოფელში, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მას ან მის ოჯახის რომელიმე წევრს სხვა ქალთან სქესობრივი კავშირი ჰქონია და სხვა. თუ სვანმა ნადირობაში ვერ გაიმარჯვა და ჯიხვი ვერ მოკლა, ამას ის აწერს სანადიროდ „ურწყულდ ლიზის“ (უწმინდურად ) წასვლას, ანუ ნადირობის ზემოხსენებული წესების დარღვევას. ამნაირად, როდესაც მონადირე სვანი ზემოხსენებულ დაბრკოლებებისაგან თავისუფალია და „წყილიან დრევს“ (წმინდა დროს) იხელთებს ნადირობისათვის ,ის იბანს ტანს, იცვამს ნადირის ტყავისაგან გაკეთებულ ქურქს ან რუხ ჩოხას, იმზადებს რამოდინემე დღის სამყოფ საგზალს, აცხობს „ლემზურალს“ (შესაწირავ პურებს), ჩამოქნილ თაფლის სანთელს, ასხამს „ზედაშს“ (თავ არაყს) ბოთლში ან ლიტრაში, აწყობს ყველა ამას თხის გუდაში, მოიკიდებს მას ზურგზე, გადაიკიდებს თოფს მხარზე, დაიკავებს ხელში „მუჯურას“ – ჯოხს რკინის თავით და განთიადზე, სხვის შეუმჩნევლად, – საიდუმლოდ მიდის სანადიროდ მთაში. Добавлено (2007-04-12, 2:53 Pm) --------------------------------------------- როდესაც სანადირო საჯიხვო მთებზე ავა, მონადირე პირს დაიბანს ( თუ არის წყალი ახლოს), სანთელს აანთებს, აიღებს ცალ ხელში სამ „ლემზირს“ (შესაწირავ პურს), ხოლო მეორე ხელში „ზედაშს“ – არაყს, პირს აღმოსავლეთისაკენ იზამს და მუხლმოდრეკით ევედრება სვე–ბედის მიმცემ „დალს“, ნადირობაში გამარჯვების მინიჭებას. ამის შემდეგ საუზმობს, მერე ადის ფრთხილად სანადირო კლდეებში, – ათვალიერებს მათ, და, თუ სადმე ნადირი დაინახა, მოხერხებულ ადგილიდან მიეპარება მას. თუ სანადიროდ წასვლის წინა ღამეს, ან ნადირობაში ყოფნის დროს მონადირეს დაესიზმრება ლამაზ ქალთან არშიყობა, სქესობრივი აქტის შეუსრულებლად, ეს ნადირობაში დალის წყალობის მომასწავებელია, ხოლო თუ ღვინო ვინმემ დაალევინა, ეს ნადირის სისხლით გულის გახარების ნიშანია. დიდ მნიშვნელობას აძლევენ სვანეთში მონადირეები სანადიროდ წასვლისას წინ დამხდურს. მაგალითად თუ მათ ბაყაყი შეხვდათ, ეს ბედნიერი მგზავრობისა და კარგი ნადირობის მომასწავებელია, თუ კურდღელი ან მწყერი შეხვდათ, ან ჩხიკვებმა მარცხიდან დასჩიხვლა – ცუდი მგზავრობის ნიშანია. Добавлено (2007-04-12, 2:54 Pm) --------------------------------------------- სვანეთში დღემდე შენახულია ერთი ფერხული სიმღერა „უშგულაშ–მახეღვაჟარე“ (უშგულის ახალგაზრდობა), რომელიც მოგვითხრობს, რომ ერთხელ, როდესაც უშგულის ახალგაზრდობა სანადიროდ წავიდა, მათ ბავარიის მთაზე მწყრის ქარავანი შეხვდათ. ამის შემდეგ ნამყვამის მთაში მათ მიერ დაფრთხობილი ჯიხვები რომ გარბოდნენ, მოსწყდა თოვლის ზვავი და 12 მონადირე ერთად დაიტანა. სიმღერა ამ უბედური შემთხვევის მიზეზად მწყრის ქარავანის შეხვედრას თვლის. თუ მონადირემ ნადირი მოკლა, ის „სვევი მუჰდი ღერბათ“ (სვე–ბედის მიმცემ) მადლობას სწირავს, ნადირს ემთხვევა, გაატყავებს, ხორც მის ტყავში ჩააწყობს, აიკიდებს ზურგზე, და მიდის ტყიან ადგილებში, გულ–ღვიძლს, ფილტვებს და ჯიგარს შამფურზე ააგებს, შესწვავს, შემდეგ შესწირავს დალს, უძღვნის მას მადლობას ნადირის მიცემისათვის და ჭამს. ნადირობას, რომ ავი თვალი არ ეცეს, დაღამებისას მონადირე საიდუმლოდ მიდის სახლში. ჯიხვის თავს ქალებს არ გამოუჩენს, ხოლო თუ მშობიარობა ან თვიური ავადმყოფობა აქვს რომელიმე მათგანს,- ხორსაც არ აჭმევს. ღორის ხორცის ნახარშ ქვაბში ჯიხვის ხორცის მოხარშვას ძალიან ერიდებიან, ნახარშ წყალს ძაღლებს კი აჭმევენ, მაგრამ ღორებისთვის მიცემა მისი შეუძლებელია. Добавлено (2007-04-12, 2:54 Pm) --------------------------------------------- თუ იმ მონადირეს, რომელმაც ნადირი მოკლა, ამხანაგი ჰყავს, ღებულობდა თუ არა ეს უკანასკნელი მოკვლაში მონაწილეობას, სულ ერთია - ნახევარი ხორცი მისია, ნამდვილ მკვლელს რჩება ზედმეტად, მხოლოდ, ტყავი და რქები. უბრალო მგზავრიც რომ შეხვდეს მონადირეს მთაზე, იმასაც წილს აძლევს. ზოგიერთ თემებში, მონადირე რომ ჯიხვს მოკლავს და ნადირობიდან გამარჯვებული დაბრუნდება, მეორე დღესვე მიდის ეკლესიაში, პატიჟობს თავის მეზობლებს, მიაქვს არაყი, პური, ხორცი და სწირავს ნადირობაში გამარჯვების მიმცემ დალს. შემდეგ იმართება ეკლესიის გალავანში ქეიფი. ხშირად ჯიხვის რქებს მონადირეები ეკლესიას სწირავენ. სვანები მარტო ჯიხვ–არჩვზე არ ნადირობენ, ისინი ნადირობენ აგრეთვე: მგელზე, დათვზე, კვერნაზე და მელაზე. კურდღელზე ნადირობა სამარცხვინოთ მიაჩნიათ და მისი ხორცი თითქმის ეძაგებათ. Добавлено (2007-04-12, 2:55 Pm) --------------------------------------------- მგლებს სვანები წმინდა გიორგის ძაღლებს ეძახიან, მათ იჭერენ ხაფანგით, კლავენ თოფით. მონადირეები გვარწმუნებენ, თითქოს, მგელს, თუ ის ახლოს არის, თოფის მოჯადოება შეეძლოს. მოკლული მგლის კბილი და ყანყრატოს ნაჭერი ავი ზნით დაავადებულთათვის უებარ წამლათ მიაჩნიათ. ამიტომ ასეთი სახის ავადმყოფთ გამოაბმენ ხოლმე ამ საგნებს ყელზე, რომ ავი სული არ წაეკაროთ. მგლის კბილს ყელზე დაჰკიდებენ ხოლმე ლამაზ ბავშვებს, ავი თვალისაგან დასაცავად. სვანი რომ მგელს მოჰკლავდა, მის ტყავს ჩამოჰკიდებდა ხოლმე გრძელ კეტზე, ჩამოატარებდა მას მთელ სვანეთში, ჩამოუვლიდა კარდაკარ ყოველ მოსახლეს, რასაც შაშანგელოს ეძახდნენ და მისი მკვლელი ყველასაგან ლოცვა–კურთხევას, პურს, ქერს და ცერცვს ღებულობდა საჩუქრად. ამჟამად ეს ჩვეულება გადავარდა. მგლებისაგან პირუტყვის დასაცავად სვანეთში ხშირად ადგილი აქვს მსხვერპლთ შეწირვას. წელიწადში ერთხელ ( 3 თებერვალს ) მგლის საპატივისცემოდ კალოებში არყის ხისაგან გაკეთებულ ლამპას ანთებენ, რასაც მგლის ლამპრობას ეძახიან. ღამე გარეთ დარჩენილი პირუტყვის მგლებისა და დათვებისაგან დაცვის მიზნით ოჯახის უფროსისათვის გაკეთებულ ფიჩქს ( სუფრას ) შემოუჭირებენ ხოლმე ფეხებზე ბაწარს, Добавлено (2007-04-12, 2:56 Pm) --------------------------------------------- შიგ მაკრატელს გაურჭობენ, შეულოცავენ: “ ეკენია, ბეკენია, ბეკენ ჩუქვან სანეფია აღდეშ, ბაღდეშ თხერალს სიკვდილ “. გაიტანენ სახლიდან და გარეთ დასდებენ. ყველიერის აღება ღამეს ნავახშმევს სვანები შამფურზე ჩამოაცობენ ხოლმე პურს, ხორცის ნაჭრებს, ძვლებს, ადიან სახლის სახურავზე ან აივანზე და იძახიან:” ელოდ გელოდ (მგელო) წელს ესა გქონდეს, გაისად ხარის ბეჭს მოგართმევთო “ და გადაუგდებენ ამ “ ბაჟს “ მგელს. თუ კურდღელზე ნადირობა, როგორც ზემოთა ვთქვით, როგორც სუსტსა და ფრთხალ არსებაზე, სვპნებს სამარცხვინოთ მიაჩნიათ, სამაგიეროთ დათვზე ნადირობა, როგორც მაგარსა და ღონიერ არსებაზე სვანებს ვაჟკაცობათ მიაჩნიათ და მისი მოკვლა სასახელოთ. თათებს მოკლულ დათვს მიაჭრიან ხოლმე და მონადირის ვაჟკაცობის ნაშთათ მიაჭედებენ კედელს იმისთანა ადგილას, რომ ყველა დაინახოს. Добавлено (2007-04-12, 2:56 Pm) --------------------------------------------- დათვის თავზე სვანები ისეთი შეხედულების არიან, თითქოს, მას წყალდიდობის დროს მდინარის იმ ნაპირას წალეკვისაგან დაცვა შეეძლოს, რომელ ნაპირზეც ის დამარხული იქნება. ამიტომ მდინარის ამა თუ იმ ნაპირზე მდებარე სათიბებისა და ყანების წყალდიდობისაგან დასაცავად დათვის თავს, იმ ნაპირზე დამარხავენ ხოლმე, რომელსაც წყალდიდობისაგან წალეკვა მოელის. ამ უკანასკნელ ხანებში ნს ჩვეულებაც ქრება. დათვის ნაღველი მუცლის ტკივილიმ საუკეთესო წამლად მიაჩნიათ. კვერნა სვანეთის უდაბურ ტყეებში უამრავია და მასზე ნადირობას ფართო ადგილი უჭირავს. კვერნა სვანეთში ორნაირია: ერთს აქვს თეთრი მკერდი და ბეწვიც დაბალი ხარისხის. მეორე ყვითელი კვერცხის გულისებური გულმკერდი, რომელიც უფრო კარგი ღირსებისაა. ნადირობას რომ ავი თვალი არ ეცეს, კვერნაზე ნადირობა დიდი საიდუმლოებით არის მოცული. ამიტომ სანამდი ზამთრის პერიოდში კვერნაზე ნადირობა არ დამთავრდება. მანამდე არავის არ შეუძლია იმის გაგება, რომელმა მონადირემ რამდენი დაიჭირა. კვერნას იჭერენ უმთავრესად ხაფანგით, და თითო მონადირე საშუალოდ 5 – 10 – მდე. ყოველწლიურად მისი ტყავი გადის ბაზარზე 1000–მდე. კვერნის ნაღველი ციების უებარ წამლად მიაჩნიათ. Добавлено (2007-04-12, 2:57 Pm) --------------------------------------------- სვანეთის ტყეებსა და კლდეებში ხშირად ვნახულობთ ირმის რქებს. შველის ნუკრის დაჭერასაც ადგილი ჰქონია. სვანეთის დასავლეთ ნაწილში, როგორც მოგვითხრობენ, დომბაც მოუკლავთ, ზოგიერთ ადგილებს სახელათ “ დომბაი ლარე“ დაურქმევიათ ( დომბას საბალახო ). ეს გარემოება აშკარად ამტკიცებს, რომ სვანეთში ოდესღაც ეს ძვირფასი ცხოველები ყოფილან, მაგრამ ამჟამად მათი ხსენებაც არ არის. ასეთივე მწარე ბედი მოელის სვანეთის მთათა და სიმაღლეთა მშვენებასა და სიამაყეს – ლამაზ ჯიხვს, თუ ეხლავე არ იქნება მიღებული სერიოზული ზომები მის განადგურებისაგან დასაცავად.
|