E.Gabliani. Jixvi svanetis mtebshi. (natsyveti) - Отношение к религии и праздные даты в Сванети - Культура & Традиции - Форум www.SVANETI.ru
Понедельник, 2012-02-06, 7:43 AM
Приветствую Вас Рядовой | RSS
Главная | Форум www.SVANETI.ru | Регистрация | Вход
Меню сайта
Форма входа
E-mail:
Пароль:
Статистика
[Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 1 из 11
Модератор форума: takatsuna 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » E.Gabliani. Jixvi svanetis mtebshi. (natsyveti)
E.Gabliani. Jixvi svanetis mtebshi. (natsyveti)
Женщина
Date: Среда, 2007-04-04, 9:31 AM | Message # 1
Group: pol-toidze
Posts: 38
Status:Offline
Дата регистрации:
2006-09-05
ჯიხვი სვანეთის მთებში

სვანეთის მიუდგომელ ციცაბო კლდეებში მრავალი ჯიხვ – არჩვი ბინადრობს.
ჯიხვი –„ ღვაშ“ – სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ამ ზღაპრული სილამაზის, ყინულოვანი მთების მეუფედ, სიამაყად და მშვენებად.
ფერად ჯიხვი ზამთრობით მონაცრისფეროა, ზაფხულობით, ნაზამტრი ბალნის დაყრის შემდეგ, უფრო მოყვითალო; ტანად მამალი სრული ასაკის ჯიხვი დაახლოვებით 3 წლის მოზვრის ოდენაა. ცოცხალი წონა ჯიხვისა იქნება 5 – 8 ფუტამდე.მის კოხტა თავს ამკობს ლამაზი, მრგვალი, სიგრძით 80 სანტიმეტრამდე მოხდენილად უკან გადაღუნული რქები, რომლების ნაოჭებითაც ადვილად შეიძლება ჯიხვის წლოვანების გაგება. მის ლამაზ სახეს ამშვენებს დიდი და მედიდური გამომეტყველების შავი

Добавлено (2007-04-04, 9:22 Am)
---------------------------------------------
თვალები; კისერი ჯიხვს აქვს მომსხო და მრგვალი, წვერი სქელი, ყურები პატარა, მუდამ ზევით აცქვეტილი, სმენა კარგი, ფეხები მაღალი და მოწვრილო. გაჭირვების დროს ჯიხვი ნახტომს საჟენზე მეტს აკეთებს. განცვიფრებაში მოჰყავს ადამიანი მის სიცქვიტეს, ტანის სიმსუბუქეს, ფეხის სიმარჯვეს და ოსტატობას ციცაბო კლდეებზე ხტუნვის დროს. ყნოსვა ჯიხვს იმდენად აქვს განვითარებული, რომ ადამიანის სუნს მეტედ დიდ მანძილზე გრძნობს, მეტდრე მაშინ, როდესაც იმ მხრიდან საიდანაც მონადირე ეპარება, სულ მცირე სიოც რომ ჰქროდეს. სმენა ჯიხვს მახვილი აქვს.
გამოცდილმა მონადირეებმა მისი ეს ყველა თვისებები კარგად იციან და ამიტომ ცდილობენ, რომ ჯიხვებს შეუმჩვნელად მიეპარონ, რისთვისაც იცვამენ კლდისა და მიწისფერ რუხ ტანისამოსს და, თუ ქარი იქითკენ ქრის, სადაც ჯიხვები ეგულებათ, მის დაწყნარებამდე წინ არ წავლენ. თუ მოსახერხებელია, სხვა მხრიდან შემოუვლიან ხოლმე.

Добавлено (2007-04-04, 9:23 Am)
---------------------------------------------
დედალი ჯიხვი – „ კვიცრა“ ტანით მთლად შინაური თხის მსგავსია, ფერი თაგვისაა აქვს, შუბლზე მოყვითალო ფართო ხოლი ჩაყვება. რქები აქვს წვრილი, სიგრძით 3–4გოჯი, წვეტიანი,ბოლოში ლამაზად მოკაუჭებული და უკან გადაღუნული. ფეხები წვრილი, უკანა ფეხები წინა ფეხებზე უფრო მაღალი.
ჯიხვი უფრო ღონიერია, მარდი, ამაყი და მედიდური, არჩვი კი სუსტი, ფრთხილ;ი, ეშმაკი და წუწკი.
ჯიხვები ცხოვრობენ მაღალ, ციცაბო, ადამიანისტვის მიუწდომელ კლდეებში ჯგუფ–ჯგუფად ან ჯოგობით, ხშირად ცალ– ცალკე. არჩვები უფრო დაბალ კლდეებსაც ეგუებიან. ხშირად ჯიხვები და არჩვები შეერთდებიან ხოლმე და ერთს ჯოგს შეადგენენ. ღამის გასათევად ჯიხვები და არჩვები ირჩევ ენ მშვიდობიან ადგილს. განთიადზე ისინი დგებიან ფრთხილად, ძირს ჩამოდიან იმ ადგილებში, სადაც ბალახი ეგულებად. ამ მოგზაურობის დროს ისინი რამოდენიმე ნახტომის გაკეთების შემდეგ დაისვენებენ.

Добавлено (2007-04-04, 9:24 Am)
---------------------------------------------
არემარეს თვალს გადაავლებენ, დაზვერავენ ყველაფერს. თუ საეჭვო რამ შეამჩნიეს, დიდხანს უყურებენ დაკვირვებით და, როცა მდგომარეობას გამოარკვევენ, მიდიან წინ, ან უკან ბრუნდებიან. განთიადზე ბალახობენ და მზის ამოსვლისას ისევ იმ მწერვალებზე ადიან, სადაც მათ საფრტხე არ მოელით, საღამომდე დაწოლილი არიან და იცოხნიან. მზის ჩასვლისას ისევ დაეშვებიან საბალახოდ და დაღამებისას თავის ნაჩვევ სადგომს უბრუნდებიან.
ჯიხვი ბალახობის დროსაც შიშით არის შეჰყრობილი, ამიტომაც შეშფოთებით მოჰგლეჯს ხოლმე ბალახს და, ვიდრე დაღეჭავდეს, თავაწეული, ყურებ აცქვეტილი და განაბული აქეტ–იქით იცქირება, რომ მტერი საიდანმე არ მიეპაროს.აღსანიშნავია ის, რომ, როდესაც ჯიხვის ჯოგი ბალახობს, ხშირად ერთი ხნიერი ჯიხვი მზერავის მოვალეობას ასრულებს და ბალახობის დროს დარაჯობს ჯიხვებს. ის ადის უფრო მაღლა, დგება კლდის წვერზე. ზევიდან მედიდურად გადაჰყურებს არე–მარეს. ზვერავს ახლო–მახლო ყველაფერს და, თუ რაიმე არ შეამჩნია, ჩუმად არის. სხვა ჯიხვები კი ამ დროს არხეინად ბალახს შეექცევიან. ხოლო თუ სადმე მტერი შეამჩნია, ბრაზმორევით და მჭექარედ დაუსტვენს თავის ამხანაგებს, რითაც მტრის მოახლოვებას ანიშნებს. ჯოგი უცფად ფრთხება, ყველა თავის შველას სცილობს და ჩვეულებრივ ზევით, მთის მწერვალებისაკენ მიექანება.

Добавлено (2007-04-04, 9:25 Am)
---------------------------------------------
ჯიხვებმა გაჭირვებაში ჩავარდნილი ამხანაგების დახმარებაც იციან.ყოფილა ისეთი შემთხვევები,როდესაც მონადირის გასროლილი ტყვიით დაჭრილი ჯიხვი სხვა ჯიხვებს წინ გაუძღვანებიათ და , თუ მთლად ღონემიხდილი არ ყოფილა, უკნიდან რქების კვრით მიშველებიან და მის სამშვიდობოს მიყვანას ცდილან.
ჯიხვი მაგარი აგებულობისაა. ერთი ტყვიით, თუ თავში ან გულში არ მოხვდა, ან წყვილი ფეხები არ დაუშავდა, მისი დამორჩილება ძნელია. სროლის შემდეგ ჯიხვი ძალიან შორს მიდის. ხშირად გაქცეული ჯიხვები ჯიუტობასაც იჩენენ და მონადირე წინაც რომ დაუხვდეს, უკან დაბრუნებას არ კადრულობენ. მედიდურად, ზიზღით ანთებული თვალებით ჩაურბენენ გვერდით და თუ მონადირის შეუბრალებელ ტყვიას გადარჩენ, რამოდინემე კლდე–ღრეს გადაურბენენ და სამშვიდობო ადგილის მოსვლამდე არსად არ სეცერდებიან. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მონადირეები ჯიხვს ისეთი უფსკრულის ნაპირზე მიიმწყდევენ, სადაც თავის გადარჩენის რაიმე შესაძლებლობა მას აღარ რჩება: მაშინ ის ან მთელი ძალღონით ისკუპებს, ისე მარდად გადახტება, რომ მნახველს მფრინავი ეგონება, ან ათვალიერებს ცალი რქის წვერით და ცალი ფეხით მისამაგრებელ ადგილს და სანამდე შესძლებს ,

Добавлено (2007-04-04, 9:25 Am)
---------------------------------------------
ცალი რქისა და ცალი ფეხის საშუალებით განაგრძობს წინსვლას, ხოლო როცა ეს იმედიც გადაუწყდება, ისკუპებს და ან სამშვიდობოს გადახტება, ან ხრამში გადაიჩეხება.
ჯიხვ–არჩვებში დედაშვილური სიყვარული მეტად ძლიერია. თუ ნუკრს („ფოთრს“) მონადირის ულმობელი ტყვია მის საყვარელ მშობელ დედას განუგშირავს, ამ უბედურებისაგან თავზარდაცემული და დაობლებული ნუკრი, ხშირად სულგანაბული გაწვება მკვდარი დედის გვერდით, დაეკვრის მიწას და ამნაირად ადვილად უვარდება მონადირეს ხელში ტყვედ. ხოლო თუ იმ ადგილიდან, სადაც მისი საყვარელი დედა სიცოცხლეს გამოასალმეს, ის სხვა ჯიხვებთან ერთად გაიქცა და შემდეგ გამოარკვია თავისი დედის დაღუპვა, მეორე დღეს გათენებისას გულსაკლავი ბღავილით მოდის კატასტროფის ადგილზე, ეძებს თავის დედას, ნახულობს ინ ადგილს, – სადაც მისი სისხლია დანტხეული და, როცა დარწმუნდება დედის დაკარგვასა და თვის გაუბედურებაში, მწარედ დაღონებული, საზარელი ხმით აბღავლებული მიდის კლდეებში, სადაც დიდად დამწუხარებული, გულდათუთქული თავის ბედკრულ სიცოცხლეს ობლობაში ატარებს.

Добавлено (2007-04-04, 9:26 Am)
---------------------------------------------
ჯიხვებს და არჩვებს ძალიან უყვართ მჟავე რკინის წყალი და მლაშე მიწის ლოკვა. ზაფხულობით, როდესაც პაპანაქება სიცხე მთებსაც საკმაოდ ათბობს, მჟავე წყლის მოთხოვნილება იმდენად აუშლის ხოლმე ჯიხვ–არჩვებს საღერღელს, რომ ისინი თავდავიწყებამდე მიდიან, არაფერს არ ერიდებიან, მთის მწერვალებიდან შურდულივით იქითკენ დაეშვებიან, სადაც ეს სანატრელი მჟავეულობა ეგულებათ, და მადიანად დაეწაფებიან ხოლმე მჟავე წყალს, ან მლაშე მიწის ლოკვას იწყებენ.
მონადირეები იციან ასეთი ადგილები, მათ მახლობლად მარჯვე საფარები აქვთ გაკეთებული და იქიდან ადვილად ხოცავენ ჯიხვებს. სანავ სვანეთში კაჟიანი თოფებით ნადირობდნენ, ჯიხვებს იმდენი საფრთხე არ ელოდათ, ნაკლებად მარცხდებოდნენ, თუმცაღა მე ვიცნობდი ერთ უშგულელ მონადირეს, ნასყიდა ნიჟარაძეს, რომელსაც კაჟიანი თოფითაც 800 მეტი ჯიხვი და 30 დათვი ჰყავდა მოკლული.

Добавлено (2007-04-04, 9:27 Am)
---------------------------------------------
ჯიხვებს მრავალი მტერი ჰყავთ. ჯიხვების პაწია ნუკრებს დასდევენ არწივები რომლები უეცრად დაეცემიან ხოლმე მათ, შეუბრალებლად ჩაურჭობენ თავის კლანჭებს ნორჩ სხეულში, მოსტაცებენ ლამაზ შვილს დედასა და ჰაერში გააქანებენ. აბღავლებული დედა დიდხანს უყურებს ჰაერში არწივის კლანჭებში მკვნესარე შვილს, შემდეგ ბრაზმორეული, აღშფოთებული ამაოდ დარბის კლდეებში შვილის საძებნელად.
ჯიხვების ყველაზე უფრო მძლავრი მტნრი, მათი გამანადგურებელი და თავზარდაცემი არის ხანგრძლივი, დიდთოვლიანი და სუსხიანი ზამთარი. ბალახი ამ დროს თოვლშია გახვეული. ჯიხვები შიმშილისაგან კუჭამწვარი სიცივისაგან აკანკალებული ხშირად იმისთანა იდგომარეობაში ვარდებიან, რომ ერთმანეთს ბალანს გლეჯენ და მისი ჭამით შიმშილს იკლავენ.საარსებო ლუკმის საძებრად სადმე წასვლისას კი მაღალი კლდეებიდან ხშირად ჩამოსწყდება ხოლმე თოვლის ზვავი , რომელიც ქვეშ მოიტანს ჯიხვის ჯოგს და მრავლად ღუპავს. თუ ამ უბედურებას გადარჩნენ და მთის მწერვალებიდან მათ ძირებში, ანუ ტყიან მიდამოებში მშვიდობიანად ჩამოვიდნენ,

Добавлено (2007-04-04, 9:28 Am)
---------------------------------------------
აქაც ნორჩი ხეების ყლორტების ჭამას დანატრულებულთ, აწუხებენ ერთი მხრით მონადირეები, მეორე მხრით მგლები. ამ უმანკო არსების ერთად – ერთ მფარველად არის მოვლინებული "მუყელ ", ანუ შურთხი ( მთის ინდაური). ეს ფრინველი მონადირეების აზრით ჯიხვებს მართლაც დიდ მფარველობას და სამსახურს უწევს. ჯიხვი თუ მთის ცხოველების სიამაყეს შეადგენს, შურთხი მთის ფრინველის ბატონად შეიძლება ჩაითვალოს.
შურთხსაც, როგორც ჯიხვებსა და არჩვებს, მიუდგომელ მთის მწერვალებზე ყოფნა უყვარს და ამიტომ, მონადირეების აზრით, არც – ერთი სულდგმელი ჯიხვ–არჩვთან ისე დაახლოვებული არ არის, როგორც ეს ფრინველი.
მონადირეების თქმით, ზაფხულში შურთხები ბალახსაც წიწკნიან და ნისკაპტით შეაქვთ იმ გამოქვაბულებში, სადაც ჯიხვებს უხდებათ ზამთრობით ბინადრობა. ამ ნაირად შურთხი თავის მეგობრებისათვის საზამთროდ პატარა თივის მარაგს ამზადებს, თვითონ კი გაჭირვების დროს ჯიხვის განავალით იკვებება.

Добавлено (2007-04-04, 9:29 Am)
---------------------------------------------
შურთხი ფხიზლად დარაჯობს ჯიხვებს და, როცა მთებში მონადირეს შეამჩნევს, ისე სასტიკად და მჭექარედ დაუსტვენს, რომ შორს გააგონებს ხოლმე ყველას.შურთხი ამ გზით ატყობინებს ჯიხვებს მტრის მოახლოვებას და საშუალებას აძლევს დროზე უშველონ თავს. ჯიხვი ამ დროს გარბის და თავს შთელის.
მონადირისათვის თითქმის სრულიად საკმარმსია შურთხის სტვენის გაგონება, რომ დარწმუნდეს ჯიხვის ამ კლდეებიდან სადმე სხვაგან გადასვლაში, ამ ადგილებში ნადირობის უნაყოფოდ დამთავრებაში და ამიტომ მისი ნადირობის გეგმაც ხშირად ამ გარემოების მიხედვიდ იცვლება ხოლმე.
მოგადირეები მოგვითხრობენ, რომ მათ ჯიხვის ჯოგში ხშირად შეუმჩნევიად ერთი თეთრი ჯიხვი –– “ჯვეგი თვალ ”, მათი რწმენით ის ჯიხვის ჯოგს პატრონობას და მფარველობას უწევს და წარმოადგენს ისეთი ჯადოსნური თვისებებით აღჭურვილ არსებას, რომლის მოკვლა საძნელოხა და სახიფათოც. მათი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ის მონადირეს მოუკლავს,რისთვისაც მთელი მისი ოჯახი გაწყვეტილა და გადაშენებულა.

Добавлено (2007-04-04, 9:30 Am)
---------------------------------------------
ჯიხვები და არჩვები ბოტობენ და მაკდებიან შემოდგომაზე და იკეთებენ თიკინებს (“ფოთრს”) გაზაფხულზე. Bბოტობის დროს მამალი ჯიხვები ხშირად ისე არიან გატაცებული და გაშტერებული, რომ არც მტერს ერიდებიან, არც მოყვარეს უგდებენ ყურს და ამით უადვილებენ მონადირეებს მათ ნიშანში ამოღებას.
ჯიხვებს უყვართ რქებით თამაში, ანუ ჭიდილი,ისინი დადგებიან ხოლმე ყალყზე და, რაც ძალი და ღონე აქვთ, ეჯახებიან ერთმანეთს უზარმაზარი რქებით, ასე რომ ახლო მყოფს ეგონებად კლდეები ინგრევაო. მაგრამ ბოტობის დროს, როცა ერთმანეთს სატრფოს ეცილებიან,ხშირად ჩხუბი მოზდით და თამაშსა და რქებით რახუნს ერთმანეთის ცხვირ–პირის მტვრევით შესცვლიან ხოლმე.
ყარაჩაში ყოფილა შემთხვევა,როცა თხის ჯოგი მთებში დაკარგულა, მთელი ზამთარი იქ გაუტარებია.მათში ჯიხვები შერეულა და თხები დაუმაკებიათ, ზაფხულზე ისინი პატრონს უნახავს,ჯიხვებისაგან დამაკებულ თხებს თიკნები მოუგიათ და ამ რიგად ჯიხვის ჯოგი მოუშენებიათ.

Добавлено (2007-04-04, 9:31 Am)
---------------------------------------------
Uუნდა ავღნიშნოთ,რომ არც ერთი გარეული ცხოველი არაა ისე ადვილი მოსაშინაურებელი, როგორც პატარაობაში დაჭერილი ჯიხვი. ის ძალიან ეჩვევა პატრონს, მადიანად ჭამს თივას, პურს, ქერს, ბოსტნეულობას და ბალახს, ძალიან უყვარს მარილი, მაგრამ სიცხეში ძალიან სწუხს და საქციელი უფუჭდება.

ეგნატე გაბლიანი “ჯიხვი სვანეთის მთებში”, ტბილისი ,1930 წ.

 
Мужчина
Date: Среда, 2007-04-04, 1:37 PM | Message # 2
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
ise shen rashi mogvaceob tu saidumlo ar aris?
 
Женщина
Date: Среда, 2007-04-04, 4:22 PM | Message # 3
Group: pol-toidze
Posts: 38
Status:Offline
Дата регистрации:
2006-09-05
Saidumlo sul ar aris. :)! professit biofizikosi var.Vmushaob GPI-shi cimiis fakultetze kvlevit laboratoriashi. Svanetis istoriit, kulturit, svani xalxis tradiciebit zalian gatacebuli var.
 
Мужчина
Date: Вторник, 2007-04-10, 1:58 PM | Message # 4
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
DEDA GKAVS SVANI?RA GVARIS ARIS?
 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » E.Gabliani. Jixvi svanetis mtebshi. (natsyveti)
Страница 1 из 11
Поиск:
Создать сайт бесплатно Copyright MyCorp © 2012