Create site free
МИФОЛОГИЯ (выдержки переводов со сванского) (2) - Отношение к религии и праздные даты в Сванети - Культура & Традиции - Форум www.SVANETI.ru
Четверг, 2012-02-09, 10:26 PM
Приветствую Вас Рядовой | RSS
Главная | Форум www.SVANETI.ru | Регистрация | Вход
Меню сайта
Форма входа
E-mail:
Пароль:
Статистика
[Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 2«12
Модератор форума: takatsuna 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » МИФОЛОГИЯ (выдержки переводов со сванского) (Из книги "Грузинские народные предания и легенды" М. 1973)
МИФОЛОГИЯ (выдержки переводов со сванского)
Мужчина
Date: Понедельник, 2007-07-09, 11:54 AM | Message # 16
Group: Проверенные
Posts: 54
Status:Offline
Дата регистрации:
2007-01-24
О ДУХАХ ПОКРОВИТЕЛЯХ
26. Балхетский луг

Записала О.Ониани в 1968 году в селении Саса Лентехского р-на (нижняя Сванети);
сказительница Е.К.Челидзе, 72 лет.

Читхаро - гора на границе Сванети и Рачи,двух высокогорных районов западной грузии,
где хорошо сохранились традиции охоты и связанные с ней обычаи.

В настоящем предании это название толкуется как "Страна травы"

. . .
. . .
. . .

_____________________________________________________________________________________

изображение текста (JPEG)

Attachment: 47420372.jpg(247Kb)


Post edited by takatsuna - Вторник, 2007-07-10, 5:09 PM
 
Мужчина
Date: Понедельник, 2007-07-09, 11:56 AM | Message # 17
Group: Модераторы
Posts: 174
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-24
.

ПРОДОЛЖЕНИЕ СЛЕДУЕТ !

.

 
Мужчина
Date: Четверг, 2007-08-16, 3:30 PM | Message # 18
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
KOGDA? dry
 
Мужчина
Date: Пятница, 2007-08-17, 2:28 AM | Message # 19
Group: Модераторы
Posts: 174
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-24
кунацкий сезон
от сайта отрывает ...

Спасибо что напомнил Иракли!

 
Мужчина
Date: Пятница, 2009-08-14, 10:02 PM | Message # 20
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
DA GAL U MINA ZDES NET VSE ETOGO MATERIALA SHTO V GRUZII OSTAVIL:=(

Добавлено (2009-08-14, 10:02 Pm)
---------------------------------------------
მიჭპა — ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაება - მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველი ზამთრის პერიოდში.

ბარბალე – ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.

ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.

ბოსელი, ბოსლა, ბოსლე (სვან. ბოსლო ||ოსლო, ბამბღუ, ბეიმღუ, ბომბღა||ბობღა), ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღეობაში. ბოსელის უმთავრეს ფუნქციას შეადგენდა საქონლის გამრავლება და მფარველობა. ამიტომ მას "საქონლის ბატონის" და "საქონლის ანგელოზის" (უფრო ადრე სავარაუდოა "საქონლის პატრონი", "საქონლის უფალი") ეპითეტებითაც მოიხსენიებდნენ. ბოსელი თავდაპირველად ცხოველური სახის არსებად, კეროდ, ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი, ქართველი ხალხის ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურე, რომელიც განვითარებულია მიწათმოქმედებისა და სათანადო სოციალური წყობილების ზედნაშენს წარმოადგენს, ბოსელი სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა და ანთროპომორფული სახე მიიღო. ამ საფეხურზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ღვთაების ფუნქციები და მისი მსახურების ფორმები, რაც ახალწლის ციკლის დღეობებში უფრო მრავალფეროვნად გამოვლინდა. დროთა ვითარებაში ღვთაება ბოსელი გარდაიქმნა "დიდ ღმერთად" (სვან. ხოშა ღერბეთ, ფუსნაბუასდია), რომლის კულტი ხარისა და მზის კულტების შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ასტრალური სარწმუნოების განვითარების გვიანდელ საფეხურზე. დროთა განმავლობაში ქრისტიანობის ზეგავლენით ბასილის (ბასილას) თანაზიარი გახდა და ასე იხსენიებოდა ქართულ საახალწლო რიტუალებში.

დალი (მითოლოგია)
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

სექციების სია [დამალვა]
1 დახასიათება
2 წარმოშობა
3 ერთი ამბავი
4 სვანების დამოკიდებულება
5 მონადირეთა აზრით
6 სვანური გადმოცემები

დახასიათება [რედაქტირება]
დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია.

წარმოშობა [რედაქტირება]
დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია.

დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.

ერთი ამბავი [რედაქტირება]
დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს... ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეიჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან).

სვანების დამოკიდებულება [რედაქტირება]
დალისა და აფსაათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის - ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი - ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალ სვანთა ერთადერთი ღვთაებაა.

მონადირეთა აზრით [რედაქტირება]
დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი ქალღმერთია, მოსიყვარულე დედა; ხიბლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა ვინმემ, არ დაინდობს, ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს (ბეთქილი). დალის სიყვარული ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან: „დალი ჰყავსო“.

სვანური გადმოცემები [რედაქტირება]
სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი.

მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).

 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » МИФОЛОГИЯ (выдержки переводов со сванского) (Из книги "Грузинские народные предания и легенды" М. 1973)
Страница 2 из 2«12
Поиск:
Создать сайт бесплатно Copyright MyCorp © 2012