Create site free
"Tyis kaci anu devi", E.GABLIANI - Отношение к религии и праздные даты в Сванети - Культура & Традиции - Форум www.SVANETI.ru
Четверг, 2012-02-09, 10:02 PM
Приветствую Вас Рядовой | RSS
Главная | Форум www.SVANETI.ru | Регистрация | Вход
Меню сайта
Форма входа
E-mail:
Пароль:
Статистика
[Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 1 из 11
Модератор форума: takatsuna 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » "Tyis kaci anu devi", E.GABLIANI
"Tyis kaci anu devi", E.GABLIANI
Женщина
Date: Понедельник, 2007-05-21, 4:07 PM | Message # 1
Group: pol-toidze
Posts: 38
Status:Offline
Дата регистрации:
2006-09-05
ტყის კაცი ანუ დევი „ცხეკი დაავ“

სვანებს სწამსთ დევის ანუ ტყის კაცის არსებობა. მათი წარმოდგენით ის არის უზარმაზარი ტანის ცალ–თვალიანი, ბალნიანი და კაცის მსგავსი არსება.დღის სინათლეში ის არ ჩნდება. უდაბურ ტყეებში და ღრეებში ბინადრობს, ღამე ის სოფლათაც დაიარება. გადმოცემით ის მონადირეებს ხშირად უნახავთ და როცა მოუკლავთ, ქაფათ ქცეულა. მდევი თუ კაცს დალოცავს, ის ბედნიერია, თუ დასწყევლის – უბედურია. ამიტომ სვანები, როცა ერთმანეთს დაწყევლიან, ხშირად გაიგონებ ხოლმე: „ დავდ აჯჭათვნე“ ( მდევმა დაგწყევლოს), თუ დალოცავს: „ დავდ აჯმაზრე“ (დევმა დაგლოცოსო)... და სხვ.

Добавлено (2007-05-21, 4:05 Pm)
---------------------------------------------
მის საპატივცემლოთ და გულის მოსაგებად ზოგან სხვერპლის შეწირვასაც აქვს ადგილი, მაგრამ ამას საზოგადოებრივი ხასიათი არ აქვს.
გადმოცემით ეს მდევი ერთ დროს უშგულის მღვთისმშობელს გადაემტერა, შეებრძოლა, და რომ ის დაეხრჩო, უშგულის დასავლეტით ერთ ვიწრო კლდოვან ენგურის ხეობაში ააშენა მაგარი კედლები, რომლებსაც დღემდის სვანები „ დავა ნალგემაალეს“ ეძახიან ( დევის ნაშენები). ამ კედლებით მას უნდოდა დაეგუბებინა ენგურის წყალი იმ სიმაღლემდე, რომ უშგულის ღვთისმშობლის ეკლესია მასში გამოეხრჩო. განსაცდელში ცავარდნილმა ღვთისმშობელმა მიმართა კალის წმ. კვირიკეს და სთხოვა მიშველება. ამის შემდეგ უშგულის ღვთისმშობელმა აღმოსავლეთიდგან და კალის წმ.კვირიკემ დასავლეთიდან გამოუშვეს ოქროს რქიანი ვერძები, რომლებიც ეძგერენ რქებით დევის მიერ ღვთისმშობლის დასახრჩობად აგებულ კედლებს, დაანგრიეს ისინი, დაგუბებული წყალი გაუშვეს ტავისი გზით, ხოლო უშგულის ღვთისმშობელი იხსნეს დახრჩობისაგან.

Добавлено (2007-05-21, 4:06 Pm)
---------------------------------------------
დევი ამ დროს იმყოფებოდა სადღაც, იფარის საზოგადოების ტყეებში, სადაც თავის კედლების გასამაგრებლად დიდ ქვებს ეძებდა. მას უნახავს ეს ქვები და იფარიდგან მთებით უშგულისაკენ მიჰქონდა. ამ დროს მას გზაზედ ეცნობა ამ ღვთისმშობლის დასახრჩობათ აგებულ კედლების დანგრევა, ცაშინლად შესწუხდა, აღრიალდა და გაჯავრებულმა ქვები ერთი ჩრდილოეთისაკენ გადაისროლა, მეორე სამხრეტისაკენ. სამხრეთისკენ გადასროლილი ვეებერთელა ქვა შეჩერდა „ლაშნაში’, ენგურის წყლის მარჯვენა ნაპირზე. მასზედ შემდეგში იქნა აგებული ქვითკირის ციხე, რომელიც დღემდის შენახულა. ჩრდილოეთისაკენ გასროლილი ქვა შეჩერებულა“ელბეშში“.

Добавлено (2007-05-21, 4:07 Pm)
---------------------------------------------
ჯანაშვილის * ცნობებით აფხაზეთის ჭეშმარითი ღმერთი იყო „ადაუ“, რომელიც უდრის სვანურ „დავს“, მეგრულ „ნდის“ და ქართულ „დევს“. უწონდელ დროში ის იყო ინდოეთში და ბევრგან სხვაგან სინათლისა და ბრწყინვალების ღმერთი. იგი იყო ლათინთა „დეუს“, ბერძენთა „თეოს“, რომელიც შემდეგში იქცა ბოროტ სულათ ან, როგორც ჩვენში იციან, ბაყბაყ დევით.

*ჯანაშვილი, ვახუშტი და მისი შრომა.გვ.3 და 8.

ე. გაბლიანი „ძველი და ახალი სვანეთი“ გვ.128., 1925წ.

 
Мужчина
Date: Понедельник, 2007-05-21, 5:21 PM | Message # 2
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
TKIS KACZE GADMOCEMEBI LECHKHUMSHIC ARIS MAGALITAD ES AMBAVI UKAVSHIRDEBA KOPALIANEBIS GVARS ,RODESAC MTELI KOPALIANEBIS GVARI DACKEVLIL IKQNA TKIS KACIS MIER ROM KVELAS AM GVARSHI TVALSHI AKLDES
 
Мужчина
Date: Воскресенье, 2007-06-10, 2:50 PM | Message # 3
Group: Проверенные
Posts: 12
Status:Offline
Дата регистрации:
2007-05-24
95 clis Ermile Liparteliani mikveboda rom 50 ian clebshi Bavaris tkeshi nakvalevi naxa tkis kacis !!!

(ise ki bebiebi bavshvebs tkis kacit ashineben svanetshi smile )

 
Мужчина
Date: Четверг, 2009-11-26, 2:58 AM | Message # 4
Group: Модераторы
Posts: 990
Status:Offline
Дата регистрации:
2006-08-29
Странные вещи рассказывают сванеты про это ущелье. Из него, по их словам, изредка выходят «лесные люди», нагие, обросшие волосами, с длинной палкой в руках. Никогда этих людей не встречали парой. Суеверные сванеты полагают, что в лесном человеке сидит бес, и потому убивают его. По этому предмету князь Татаркан Дадешкелиани передавал нам следующий рассказ, слышанный им от лица, которое заслуживает полного доверия. Рассказчик охотился в лесу неподалеку от ленхерского ущелья. Наступила ночь. Он развел костер и вдруг видит — приближается к огню человек, нагой и волосатый. Рассказчик, забыв в перепуге ружье, влез на дерево. Нагой человек подошел к костру, стал над ним прыгать и хлопать в ладоши. Затем он взял ружье и всунул его прикладом в костер. Ружье выстрелило. Тогда нагой человек, видимо испугавшись, убежал. Рассказчик показывал князю ружье с обожженным прикладом. По мнению Т. Дадешкелиани, «лесные люди» — одичалые люди. Но когда и как они одичали, этого ни он, ни кто-либо другой не знают.

http://www.a-u-l.narod.ru/Ivanukov_Kovalevskiy_V_Svanetii.html#glava02

 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » "Tyis kaci anu devi", E.GABLIANI
Страница 1 из 11
Поиск:
Создать сайт бесплатно Copyright MyCorp © 2012