Create site free
Laxvaar - Отношение к религии и праздные даты в Сванети - Культура & Традиции - Форум www.SVANETI.ru
Четверг, 2012-02-09, 10:22 PM
Приветствую Вас Рядовой | RSS
Главная | Форум www.SVANETI.ru | Регистрация | Вход
Меню сайта
Форма входа
E-mail:
Пароль:
Статистика
[Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 1 из 11
Модератор форума: takatsuna 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » Laxvaar
Laxvaar
Женщина
Date: Суббота, 2007-05-12, 5:06 PM | Message # 1
Group: pol-toidze
Posts: 38
Status:Offline
Дата регистрации:
2006-09-05
ლახვაარ ( „ ლახვაარ“ სვანურ სიტყვა ლაქვნარ–ისაგან უნდა იქნეს წარმოშობილი, რაიცა ნიშნავს დამღუპველს)

სვანებს სწამთ „ ლახვაარის“ არსებობა, ისინი ღრმათ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ამ ლახვაარს შეუძლია მისი პატრონის მეზობლებსა და სოფლელებს წაართვას ბარაქა და აქციოს ის თავისი პატრონის სასარგებლოთ ანუ გასამდიდრებლათ.
სვანების წარმოდგენით ის არის სამნაირი: ერთი წარმოადგენს ბრინჯაოსაგან გაკეთებულ ბაყაყის ქანდაკებას, მეორე თითბრისაგან გაქეთებულ ცხენის ქანდაკებას და მესამეც ამავე საგნებისაგან ჩამოსხმულ ცხვრის ქანდაკებას. თვალებიდგან ისინი ცეცხლს აფრქვევენ, პირში მუდამ რკინა უნდა ქონდესთ საღეჭათ, რადგანაც სხვაფრივ მათი დაწყნარება არ ხერხდება.

Добавлено (2007-05-12, 5:06 Pm)
---------------------------------------------
ლახვაარის არსებობა რომელიმე სვანის ოჯახში ყოველგვარი საიდუმლოებით უნდა იყოს დაცული. პურის გალეწვისა და განიავების დროს პატრონმა თუ თავის ლახვაარს სხვის კალოსკენ უქნა პირი, მას შეუძლია, პურის პატრონის შეუმჩნევლად, ეს პური მას წაართვას, ბარაქა მის კალოს დაუკარგოს, თავისი პატრონისაკენ გაზიდოს და ბეღელში ჩაუყაროს. ამიტომ პურის გალეწვის დროს რკინის რეკვით და ჯინჭრით კალოს სამჯერ გარს შემოუვლიან, ხოლო პურის განიავების დროს ლახვაარისაგან პურის დასაცავათ მუდამ რკინა უდევსთ ამ გასანიავებელ პურში, ზოგან ცხენის თავის ძვლებს ჩამოკიდებენ ხოლმე მის მახლობლათ და ხშირათ ლახვაარის შესაშინებლათ თოფსაც გაისვრიან ხოლმე . როცა პურს გარეცხვის შემდეგ საშრობათ აივანზე გაიტანენ, იქაც პურში აუცილებლათ რკინა უნდა იყოს ჩადებული და თუ პურის პატრონმა შეამჩნია, რომ მისი პური ამ გაშრობის დროს თვალსაჩინოდ იკლებს, ამას „ლახვაარს“ აწერენ, გამოიტანებენ ხოლმე თოფს, ტუჩს იმ მოსახლისკენ უზამენ, სადაც „ ლახვაარი“ ეგულებათ და ისვრიან მისი დამღუპველი ლახვაარის შესაშინებლათ და თავის პურის მისგან დასაცავათ.

Добавлено (2007-05-12, 5:06 Pm)
---------------------------------------------
თუ რომელიმე სოფელში ერთი ან ორი მოსახლე პურიტ სხვებზე მდიდარია, ხალხს მათზე შეაქვს ეჭვი ამ ლახვაარის შენახვაში და მათ საწინაამღდეგოთ ამუშავებაში და ამიტომ ასეტ მოსახლეებს ხშირათ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებენ ხოლმე, ვიდრე ისინი ეკლესიაზე არ წაყვებიან, თავის ნათესავებს ფიცში არ ჩაიყოლებენ და არ დაიფიცებენ, რომ მატ ლახვაარი არ აქვთ და თავის სოფლელებისთვის მის საშუალებით არავითარი ზარალი და მავნებლობა არ მიუყენებიათ.
ე. გაბლიანი „ ძველი და ახალი სვანეთი“

 
Форум www.SVANETI.ru » Культура & Традиции » Отношение к религии и праздные даты в Сванети » Laxvaar
Страница 1 из 11
Поиск:
Создать сайт бесплатно Copyright MyCorp © 2012